თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყო.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანია, „ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი“.

შეგახსენებთ, თბილისის გარდა, დღეს ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართა.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც.