თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1965-1967წწ. იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980წწ. რუსთაველის თეატრის, 1980-1990წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი რეჟისორი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
“ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში.”
ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2013 – ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა)
ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის;

2010 – თბილისის საპატიო მოქალაქე;

2009 – რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი;

1997 – სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია “ოქროს სოფიტი“, რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი, ჟან ანუის „ანტიგონეს” დადგმისათვის;

1994 – რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი;

1986 – ლენინური პრემია;

1981 – საქართველოს სახალხო არტისტი;

საპატიო ნიშნის ორდენი

„ოქროს გრან-პრი”

რუსეთის ფედერაციის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი”;

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია;

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია;

საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი”(ორგზის მფლობელი);

გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდი” ლაურეატი;

სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“.