კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში თოდრიას, მესხიშვილის, ლესელიძის, ლეონიძის, შიო არაგვისპირელის, მელიქიშვილის, შარტავას, ქუჩიშვილის ქუჩებზე, მე-14 მკრ-ში.

ასევე  11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ნიკოლაძის, 1 მაისის, მშენებელთა, გოგებაშვილის, ფიროსმანის, რწმ.ნინოს, სპორტის, ბოსტანქალაქის, ოდიშარიას, ლევან იოსებიძის, სუმგ.მეტალურგების, მესხიშვილის ქუჩებზე.

12:30-დან 15:45 საათამდე – აბონენტებს ფალიაშვილის, თბილისის, პეტრე მელიქიშვილი, ფალიაშვილის, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 18:30 საათამდე – დაბა კაზრეთში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება-წერია კომპანიის განცხადებაში.