კოოპერატივი რუსთავი 17-ის წევრები დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
როგორც კოოპერატივის წევრები აცხადებენ, ისინი დაუსრულებელი ბინათმშენებლობის ვალით დაზარალებულები არიან და 30 წელია ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას.
მათი თქმით, საკითხზე ყველა შესაბამის უწყებებს მიმართეს, მათ შორის წლების განმავლობაში საქმის კურსში იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მათ საკითხზე რეაგირება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.
კოოპერატივის წარმომადგენლები მერიაში ადმინისტრაციის უფროსს მიხეილ მუზაშვილსა და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილს გაესაუბრნენ.
როგორც TV4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს შეხვედრა კოოპერატივი 17 -ის წევრებთან ორშაბათს იყო ჩანიშნული, თუმცა შეხვედრა არ განხორციელდა.