“კიბერუსაფრთხოება არასრულწლოვანთათვის” პროექტის ფარგლებში, რუსთავში თემატური ტრენინგები ტარდება.
ტრენინგ-კურსები რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია მშობლებში კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ, რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში მოზარდებისთვის და რა პრევენციულ გზებს უნდა მიმართონ ამ მიმართულებით.
კურსები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სხვადასხვა საკითხს მოიცავს და ინფორმაციას მონაწილეებს თემატურად შერჩეული, კომპეტენტური სპიკერები მიაწვდიან.
ტრენერებს შორის არიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი, თამთა ჩხაიძე; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ლიანა ჩარკვიანი; სამოქალაქო აქტივიზმისა და რეგიონული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი თამუნა ჭელიძე; ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან ვაშაკიძე და სხვ.