რა ეტაპზეა მარნეული-თეთრიწყაროს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

“საგზაო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.

პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას;  ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს.