რუმინეთში გამართულ თავისუფალ და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველმა მოჭიდავეებმა საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზეს.
სამი რუსთაველი სპორტსმენი ტურნირზე საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ.
მოჭიდავეებს რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდნენ.
მერიის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.