რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია გაერთიანების ფილიალებში დილის 10:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განხორციელდა.

აღსაზრდელების მშობლებს ბავშვების ბაღში დარეგისტრირება ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.kids.ge შეუძლიათ.

წელს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 22 ფილიალში 2 000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს.