რუსთავის მერმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია წარადგინა

დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის- რუსთავის  მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია წარადგინა.

მუნიციპალური ინსპექცია  სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება: სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ესაა ის ეტაპები რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.  პრეზენტაციას პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.