“რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს, 23 ივნისს, ქალაქ რუსთავში მე-7 მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ, რუსთავის წყლის, წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში მოხდება წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დილი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ქალაქ რუსთავის VII მიკრორაიონის N19-21 და N25-27 კორპისებს, VIII მიკრორაიონს;

დილი 09:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

VII მიკრორაიონის N5-9; N12-19; N22-23 კორპუსებს, VIIა მიკრორაიონს, შარტავას ქუჩა N4, 4ა, ლებანიძის და ლომოურის ქუჩებს.

“რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.”-ნათქვამია განცხადებაში.