სამოქალაქო სექტორი: რუსთავისთვის წყლის მიწოდება იყო და არის პრობლემა

რუსთავში სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომპანიაში”რუსთავის წყალი” წერილი დაარეგისტრირეს, რომელშიც კომპანიისგან სამუშაოს აღწერილობით დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორი ითხოვს, კომპანიამ მიაწოდოს ინფორმაცია 2021 წლიდან 2023 წლამდე ჩატარებული სამუშაოების შესახებ და ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ინფორმაციასაც.

“კომპანიამ წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის 2021 -2023 წლებში 10,300 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.” ამას აცხადებდა კომპანია 2021 წლის მარტის თვეში.

ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კომპანიისგან ვითხოვთ, რომ ოფიციალურად მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია თავისი სამუშაო აღწერილობით 2021 წლიდან დღემდე რომელი რიგის სამუშაოები ჩატარდა და ასევ დღეიდან 2023 წლამდე რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

კომპანია რომელიც 2008 წლიდან ვერ აღმოფხვრა 15 წლის განმავლობაში, და 15 წლის მანძილზე რუსთავისთვის წყლის მიწოდება იყო და არის პრობლემა, ცოტა არ იყოს კომპანიის მხრიდან იკვეთება არაკვალიფიცირებული მოპყრობა ამ პრობლებისადმი.

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს სასმელი წყალი 21 საუკუნეში რუსთავის მოსახლეობას.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

წერილს ხელს აწერენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები:”ქალის უფლება” , დევნილთა საინიციატივო ცენტრი”, “დედების სივრცე” “გონიერი”, “მშრომელთა სოლიდარობის კავშირი”.