სეს-მა ქვემო ქართლში 22 ობიექტი დააჯარიმა

2022 წლის მაისის თვეში ქვემო ქართლის რეგიონში 22 ობიექტი დააჯარიმეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონის უფროსი, მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს, რეგიონში სურსათის გეგმიური და არაგეგმიური კონტროლი განხორციელდა. რის შედეგადაც, 22 ობიექტი დააჯარიმეს.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სურსათის ნიმუშებიდან მწვავე დარღვევების გამო  9 ობიექტი დაიხურა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

22 ობიექტიდან ორი რუსთავის,სასურსათო მაღაზია და ხორცის სარელიზაციო, ობიექტია.