რუსთავის თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი საბავშვო სპექტაკლი დაემატა. 21 და 22 ივნისს 18:00 საათზე პატარა მაყურებელს ირაკლი ლომოურის სპექტაკლის “ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი” ნახვის შესაძლებლობა ექნება. სპექტაკლი თომა ათანელიშვილის რეჟისორობით დაიდგა.