დღეიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.