რუსთავის “რუსთავი” საზაფხულო შესვენებამდე ბოლო მატჩს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართავს.
როგორც საფეხბურთო კლუბმა დააანონსა, 25 და 27 ივნისს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, რუსთავის აკადემიის მოედანზე, თურქი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სწორედ ამიტომ, თბილისი “ვიტ ჯორჯიას” ქალაქის გუნდი ბოლნისში დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
Ამ ეტაპისთვის რუსთავი 9 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.