23 ივნისს რუსთავში ოლიმპიური გარბენი მოეწყო

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით 23 ივნისს რუსთავში ოლიმპიური გარბენი მოეწყო.

აქტივობაში რუსთაველი სპორტსმენებმა მიიღებენ მონაწილეობა. სტარტი რუსთავის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და რუსთავის მერიასთან დასრულდა.

სირბილში გამარჯვებულ მონაწილეებს  თასები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ოლიმპიური გარბენის დღეს რუსთავი წელს მეოთხედ შეუერთდა.