6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  

დასავლეთ საქართველოში, დღეიდან  ისევ გამოიდარებს და დაცხება.

აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.
3 ივნისს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს, დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +29 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე და ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმა იქნება. დღისით ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ხანმოკლე წვიმა იქნება. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +31, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო ამინდია, +36 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.