კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ქვემო ქართლში 3 ივნისის ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, მე-7, მე-20, მე-7ა მიკრორაიონებში, ტურგენევის, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი, ფონიჭალა, კრწანისი, წინუბანი, თელეთი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, ჯვარი, ვარდისუბანი, ბოსლები, ტნუსი და მიმდებარე სოფელბში;
13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში;
13:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, ახალშენი, იმერა, სამადლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში