არქეოლოგიური გათხრები რუსთავის ციხეზე – რა აღმოაჩინა ექსპედიციამ

რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია რუსთავის ციხეზე გათხრებს აწარმოებს. როგორც ექსპედიციის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, დღეს ექსპედიციამ ციხის ჩრდილოეთ უბანზე, კანდელაბრი აღმოაჩინა, მასალა -ბრინჯაოა. აღმოჩენა წინასწარი ვარაუდით, 12-13 საუკუნით თარიღდება.

ამასთან, 17 ივნისს ასევე აღმოჩენილია, ბრინჯაოს ბავშვის სამაჯური და სპილენძის მონეტები.  გათხრების ფარგლებში იპოვეს სარდიონის მძივებიც და სხვა.

დეტალურად სხვადასხვა აღმოჩენის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის ფეისბუქ გვერდზე.

 

 

სარდიონის მძივები
ბავშვის სამაჯური, 17 ივნისის აღმოჩენა
სარდიონის მძივები