გარდაბნის მერმა თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერიის და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის თერაპიულ ცენტრს ესტუმრა. კარგარეთელმა მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი დაათვალიერა, ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვი იყოს ბედნიერი და წარმატებული. ამისთვის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბავშვთა დაცვის დღეს, სოციალური პროგრამებით მოსარგებლე, 225 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადასცა, ასევე 25 განსაკუთრებული საჭიროების მქონე, 18 წლამდე პირს, 300 ლარიანი ერთჯერადი, პროგრამული დახმარება გაეწია“-გარდაბნის  მერი დავით კარგარეთელი