კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს. მათივე ცნობით,16 ივნისს 09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქესალო, დოლისყანა, ბაიდარი, ქუთლიარი, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მაჩაბელის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ნოზაძის, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ალექსეევკა, სამღერეთი, შიხილო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ბაშკოვი, ჩივთქილისა, თეჯისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში-წერია კომპანიის განცხადებაში.









