რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სეზონის ბოლო წარმოდგენა გაიმართა. 26 ივნისს თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “დონ ჟუანი” წარსდგა.
დღეს ქალაქის თეატრი გასტროლებზე მალტაში გაემგზავრება. როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი სეზონიდან მაყურებელს არაერთი სიახლე ელოდება.