ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელელი ინვესტორები.
მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.