წალკის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ამო წალკაში”გაიმართა

წალკის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში გამართა ფესტივალი “ამო წალკაში”. პროექტს CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების და ინიციატივების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის.

ფესტივალს, ასევე ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის, მოადგილე კახა კობერიძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი,პარლამენტში, გოგი მეშველიანი.