,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ქალაქ რუსთავში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ეხება საკრებულოს წევრთა კომუნიკაციასა და უკუკავშირის მექანიზმის განვითარებას მოსახლეობასთან. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრები შეხვდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებსა და მათი პრობლემების გადაწყვეტის შემდგომი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.