კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ბოლო ერთ კვირაში კოვიდ 19-ის დიაგნოზი 5154 ადამიანს დაუდასტურდა , რაც დღეში 740-მდე შემთხვევას გულისხმობს.

ასევე პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, გაუარესებულია ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელიც,რომელიც 8 პროცენტზე მეტია (8,1%).

“რიგ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ვირუსის განვითარება და ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლა ნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა”. ამის შესახებ ჯანმოს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტში განაცხადეს.

მათი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოვიდ 19 გლობალურ საგანგებო მდგომარეობად რჩება.