გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება გაიმართა

რუსთავის მეტალურგიის ადმინისტრაციასა და სორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ადმინისტრაციის შეთავაზებაა, რომ  დასაქმებულებს პირველ ეტაპზე ანაზღაურება 100 ლარით, ხოლო დეკემბრიდან კიდევ 50 ლარით გაეზარდოთ.

დასაქმებულები აცხადებენ, რომ  აღნიშნული პირობები მათთვის მისაღები არ არის და პროტესტს აგრძელებენ. ასევე, მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაცაია მე-13 ხელფასის გაცემაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ , მესამე დღეა რუსთავის მეტალურგიის სორტული სააამქროს თანამშრომლები გაფიცულები არიან. სააამქროში დასაქმებულები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას, მე-13 ხელფასს და დასვენების დღეებში სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.