რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე?

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, რა უნდა იქონიონ გამოცდაზე მისულმა აბიტურიენტებმა.

  • პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.
  • სურვილის შემთხვევაში: წყალი პლასტმასის ბოთლით, საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით), პირბადე.
  • გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგამოცდო პროცესი 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.