რუსთავის მეტალურგიის სორტული საამქრო გაიფიცა. ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენელი ავრცელებს.
დასაქმებულები ხელფასების 30%-ით გაზრდას და მე-13 ხელფასის დამატებას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია და რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. საწარმოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა მშაობა 4 ივლისს შეწყვიტა. მათივე ცნობით, გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ქარხანაში მშაობა არ ფერხდება.