საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა 09:10 საათზე დაფიქსირდა

სეისმიური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები 09:10 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ პირველადი მონაცემებით , 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ბიძგები დღეს მეორედ დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა  07:36 საათზე მოხდა, სიმძლავრემ 4.8 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.