სეს-მა ქვემო ქართლში 40-ზე მეტი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ქვემო ქართლში ივნისის თვეში 175 ობიექტი შეამოწმა. ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური სახელწმიფო კონტროლი.

როგორც სააგენტოს რეგიონულ ოფისში TV4-ს განუცხადეს, სხვადასხვა ტიპის დარღვევებისთვის, მათ შორის ვადაგასული სურსათის რეალიზებისთვის 41 ობიექტი დააჯარიმეს.