სტამბულის ბაზარში გაფიცული მოვაჭრეები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ

დღეს დილიდან ე.წ. სტამბულის ბაზრის ტანსაცმლის სექციაში დასაქმებული მოვაჭრეები გაიფიცნენ. დასაქმებულები ადმინისტრაციისგან დასვენების დღეების დაწესებას ითხოვენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღის გაცდენა უწევთ, ადმინისტრაცია საიჯარო გადასახადს მაინც ახდევინებს.

სტამბულის ბაზარში დასაქმებულების მოთხოვნით, მათ რუსთავის მერის მოადგილე შეხვდა. პროცესებში ჩართულები არიან ასევე, პროფკავშირების წარმომადგენლები.

როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ვიდრე ბაზრის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.