შშს-ს ინფორმაციით გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნიმფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილილე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძეექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გიორგი ვენეც­კი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.