მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დაასრულა.
დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში ჯამურად 93 557 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა.
წალკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშოები 22 დასახლებულ პუნქტში განხორციელდა, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 4 246 608 ლარი.