ავტობუსების მომსახურების საათები ზოგიერთ მარშრუტზე გახანგრძლივდა

ავტობუსების მომსახურების საათები ზოგიერთ მარშრუტზე გახანგრძლივდა. 7 ავტობუსიდან 4  ავტობუსი  N1, N2, N3 და N 7 მგზავრებს 23:00 საათამდე ემსახურებიან.

როგორც სამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

Მათივე ცნობით, გრაფიკის ერთი საათით გახანგრძლივება ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მოხდა და სამომავლოდ შესაძლოა კიდევ უფრო კომფორტული გრაფიკით შეიცვალოს.