ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – სოფელ ქვაბისხევთან, ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, არიან დაშავებულები.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები, რომლებიც ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.

მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.