გარდაბანში ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა, სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გარდაბანში, ასათიანის ქუჩაზე და სოფელ ჯანდარაში სპორტული მოედნები მოეწყობა და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი დოხტურიშვილთან ერთად შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.