გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვთმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალაქ გარდაბანში, ორ ლოკაციაზე თანამედროვე ტიპის სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე მოეწყო, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ კი კომბინირებული მინი სტადიონი მოპირკეთდა.
ინფრატსრუქტურულ პროექტებს ადგილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“– განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.