პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორი“ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოაწყო.
ჯამური ინვესტიცია – 500 ათას ლარზე მეტს შეადგენს,ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება – 350 ათას ლარზე მეტს.
სანერგე მეურნეობაში ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200 ათასი ერთეული ნერგი იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
მეურნეობაში დასაქმებულია 40 ადგილობრივი.
ჯამში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაფინანსებულია 11 სანერგე მეურნეობა.