გაფიცული თანამშრომლები – მეტალურგიული ქარხანა განცხადებას ავრცელებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა საამქროში დასაქმებულების გაფიცვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

საწარმოს ადმინისტრაციის ინფორმაციით,  თანამშრომელთა ნაწილმა მშაობა 4 ივლისს შეწყვიტა. მათივე ცნობით, გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ქარხანაში მშაობა არ ფერხდება.

“4 ივლისს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა  მუშაობა შეწყვიტა და ხელფასის გაზრდა მოითხოვა. კომპანიის  ხელმძღვანელობა ყოველთვის გაგებით ეკიდება თანამშრომელთა მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ. ამჯერადაც,  მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამშრომელთა ამ ჯგუფთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. ძირითადში, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა.   ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი.            კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს. თანამშრომლებს არასოდეს დაგვიანებიათ ხელფასის ჩარიცხვა, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით,  ჯანმრთელობის დაზღვევით და  მუშაობაში საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის, რის შესახებაც თანამშრომლებიც ინფორმირებულები”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან რუსთავის მეტალურგიის სორტული საამქრო გაიფიცა. დასაქმებულები მე-13 თვის ხელფასს და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.