გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს სამშაბათს, 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

“გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.

სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.

შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში