დავით გარეჯის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაწყდება – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “რუსთავის წყლის” ერთობლივი გადაწყვეტილებით, გარეჯის ქუჩის N21ა და ბ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, საკანალიზაციო მილების შეკეთების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის ქუჩის მოსახლეობა აცხადებდა, რომ გაუმართავი კანალიზაცია და სანიაღვრე არხები წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.