რუსთავში “დედების სივრცის” ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა და ორგანიზაციამ მიმდინარე წელს, შეხვედრები დაასრულა.
შეხვედირა ტრადიციულად თემატური იყო და განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ეხებოდა.
სალექციო კურსს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლია კოშაძე უძღვებოდა.
საკითხზე შეხვედრის მონაწილეებმა სპიკერთან ერთად იმსჯელეს.
ორგანიზაციას HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგო ნოზაძე სტუმრობდა.
შეგახსენებთ, “დედების სივრცის” ორგანიზებით, შეხვედრები ტრადიციულია და მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა.