დემნა ოზაშვილი 80%-იანი დაფინანსებით ბარსელონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა

17 წლის დემნა ოზაშვილი საფეხბურთო კლუბ FC Barcelona- ს უნივერსიტეტში ჩაირიცხა 80 % დაფინანსებით.

დემნა პირველი ქართველი სტუდენტია, რომელიც ამ უნივერსიტეტში სპორტული მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ისწავლის.

,, დიდი მადლობა ყველას ! 4 თვიანი კურსი დავხურე ბარსაში მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით სადაც უმაღლესი შეფასებების საფუძველზე პრე-ბაკალავრის პროგრამას წელს ჩემი საყვარელი კლუბის უნივერსიტეტში გავივლი! შემდეგი წლიდან კი უკვე ადგილზე ბაკალავრს! მინდა ყველას გჯეროდეთ იმის რომ ამ პატარა ქვეყნიდანაც შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს რაზეც ოცნებობთ და შრომობთ, ათენებთ ღამეებს! ყველანაირი დაბრკოლება შეგიძლიათ გადალახოთ თუ მოინდომებთ! ჰაერიდან არაფერი მოდის, ყველას შეუძლია გახდეს გამორჩეული!!!

ეს ჯერ არაფერია, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია…” – წერს სოციალურ ქსელში დემნა ოზაშვილი