დღეიდან რუსთაველებს ექვს დაავადებაზე უფასო სკრინინგის შესაძლებლობა აქვთ

დღეიდან რუსთაველებს ექვს დაავადებაზე უფასო სკრინინგის შესაძლებლობა აქვთ. პროექტი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და “გლობალ ფონდი” ახორციელებს, რუსთავში დაიწყო და მობილური კლინიკები ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

სკრინინგის პროცესში ადგილობრივი ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულები. მობილური მანქანები სხვადასხვა მისამართზე, დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე იმუშავებს.

მობილური კლინიკა განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:

11-12 ივლისი-კოსტავას #20, რუსთავის მერიის მ/ტ
13 ივლისი-გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული, ,,მადაგონის“ მ/ტ
14/15 ივლისი-მეტალურგიული ქარხნის მ/ტ
16/17 ივლისი-მე-19 მ/რნი, ,,მადაგონის“ მ/ტ
18/19 ივლისი-იუსტიციის სახლის მ/ტ

ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯამში ქვემო ქართლის მასშტაბით უფასო სკრინინგით სარგებლობას 1000-მდე ადამიანი შეძლებს.

პროექტი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ტუპერკულოზის პროგრამის და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.