საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულების 94%-ზე მეტი.
გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს რუსთავის საგამოცდო ცენტრშიც. გამოცდები ზუსტად 09:00 საათზე, რეგისტრაციის შემდეგ დაიწყო და ორ სესიად ჩატარდება.