ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან საგამოცდო სესიაზე ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტების 95% გამოცხადდა.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. პირველ სესიაზე რეგისტრირებული 417 გამოსაცდელიდან 402 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 12 აბიტურიენტი არ მივიდა, რეგისტრირებული იყო 413.
დაფიქსირდა ერთი დაგვიანების შემთხვევა, გამოცდის პირველ სესიაზე.
ეროვნული გამოცდები ხვალ 08:00 საათიდან ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.