კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალური განცხადება

ხვალ, 13 ივლისს, სოფელ ლეჟბადინის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია ,,რუსთავის წყალი” მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება, რის შემდეგაც მაგისტრალური ქსელი გაირეცხება და წყალმომარაგება სრულად აღდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, ხვალ, 13 ივლისს დღის 12:000 საათიდან, 14 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

14 ივლისის ღამის 01:00 საათიდან 14 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.