ლოტოს ბილეთით რუსთავში კაცმა 87112 ლარი მოიგო

ნოდარ ბერუაშვილმა 8 ივლისს ლოტოს გათამაშებაში, მეორე საპრიზო კატეგორია – 87 112 ლარი მოიგო!

როგორც ცნობილია მან ლოტოს ,,5/35-ოქროს ბურთის’’ 1 ლარიანი ბილეთი მადუღარის შესაკეთებლად საჭირო ნივთის შეძენის შემდეგ მორჩენილი ხურდით შეიძინა. ციფრებიც სპონტანურად აარჩია და საღამოს, ლოტოს გათამაშების შემდეგ 87 112 ლარით გამდიდრდა.

ნოდარ ბერუაშვილს მოგებული თანხა ლატარიის კომპანიამ უკვე გადასცა.