დღეს რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოში დასაქმებულ თანამშრომლებს ადმინისტრაციამ განახლებული სეზონური ფორმები გადასცა.
მძღოლებს და კონტროლიორებს დაურიგდათ ახალი მაისურები, მობილური ტელეფონის ყურსასმენები და კორპორატიული ნომრები.
როგორც საწარმოში აცხადებენ სეზონური ფორმების განახლება პერიოდულად ხდება.